Monday, July 13, 2015

პროექტის პორტფოლიო







პროექტის მეცხრე დღეს წარმატებით დავამთავრეთ პროექტზე მუშაობა. ავტვირთე ჩემი ნამუშევარი ბლოგზე. პროექტზე მუშაობის პროცესი საინტერესოდ წარიმართა. პროექტებით სწავლება ბავშვებს გაიყვანს მაღალ სააზროვნო უნარებზე, მუშაობის პროცესში მათ განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და სოციალური უნარ-ჩვევები.




Saturday, July 11, 2015

ტრენინგის მერვე დღეს გავიარეთ მოდული 6-7.   გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს.  მივხვდი რამდენად აუცილებელია ფასილიტაცია იმისათვის, რომ ბავშვმა მოახდინოს ფოკუსირება პროექტზე. გავაკეთეთ ფასილიტაციის ნიმუში.

Thursday, July 9, 2015

მეშვიდე დღეს გავიარეთ მოდული-5.დღევანდელი თემა ეხებოდა შეფასებებს.მიმოვიხილეთ შეფასების ინსტრუმენტები.განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება.გავეცანით შეფასების ინსტრუმენტების მრავალ ნიმუშს.შეფასება აუცილებელი პროცესია იმისათვის, რათა უფრო ეფექტურად წარიმართოს სასწავლო პროცესი.

Tuesday, July 7, 2015

ტრენინგის მე-6 დღეს გავიარეთ მოდული 4 თავისი 1-2-3-4-5- აქტივობებით. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ეს დამეხმარება პროექტის განხორციელების ფოკუსირებაში. ეხმარება მოსწავლე-მასწავლებელს დასახული მიზნების მიღწევაში. ტრენერის დახმარებით შევქმენით დაკვირვების ცხრილები და დიაგრამები.

Sunday, July 5, 2015

მეხუთე დღეს გავიარეთ მოდული-3,რომელიც მოიცავდა კავშირებს. გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. გავიუმჯობესეთ სასწავლო პროექტის გეგმა. გავუზიარეთ ერთმანეთს სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციები.

Thursday, July 2, 2015

დღევანდელი დღე ჩემთვის იყო ნაყოფიერი. გავერკვიე  პროექტის  არსში.გავიარეთ  მეორე  მოდულის  3-4-5  აქტივობები, სადაც განვიხილეთ პროექტზე  მუშაობისას დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმა. გავერკვიე   რა  დავალებები   უნდა  მივცეთ  მოსწავლეებს  პროექტზე  მუშაობის  დაწყებამდე,  მუშაობის   პროცესში  და  დასრულებისას. მადლობა ქალბატონ  ირინა  მარკოზაშვილს.........